Machari Trio

გილოცავთ, ამ შესანიშნავი კულტურული ღონისძიების წარმატებით ჩატარებას. ეს იმის დამსახურებაა, რომ ქართული საზოგადოება ტორონტოში საგრძნობლად გაიზარდა.

თქვენ გამოხატეთ მადლიერება ტრიო „მაჭარის“ მიმართ, თუმცა, განუსაზღვრელია ჩვენი – ღონისძიების არაქართველ მონაწილეთა მადლიერება. ჩვენ მოგვეცა უნიკალური საშუალება, გვემღერა საოცარი ხალხური სიმღერა. ელჩის – ბატონი კონსტანტინე ქავთარაძის მიერ პირადად გადმოცემული სერთიფიკატები და ჯილდოები სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ ჩვენთვის. ქართველებისაგან ბევრი რამ გვესწავლება, განსაკუთრებით კი სიკეთე და ხელგაშლილობა.

გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ტორონტოს ქართველ ქალთა ჯგუფის წევრების მიმართ და მივულოცოთ მათ ეს წარმატებული ღონისძიება.

საუკეთესო სურვილებით (Best Wishes).

ბი და ტრიო "მაჭარი"

Makharashvili Family

გასული კვირა დღე ბედნიერებით სავსე დღე იყო. ეს იყო პირველი ქართული ფესტივალი კანადაში, რომელიც მელ ლასტმანის სკვერში ჩატარდა. ძალიან სასიამოვნო იყო იმის ნახვა, თუ რამდენმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და რამდენმა არაქართველმა აღმოუჩინა მხარდაჭერა ამ ღონისძიებას, კერძოდ ჩემმა მეგობრებმა „კოზა კრეატიული საზოგადოებიდან“ და ხალხური შემოქმედებითი საზოგადოების ბანაკიდან. (გული ამიჩუყდა)

გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა ამდენი საოცარი სიმღერის მოსმენით – ყველა მათგანი არაჩვეულებრივად ჟღერდა. ტრადიციული ჭიდაობა ბავშვების მონაწილეობით საოცარი სანახაობა იყო. პირველი რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დიანა ირემას და მის არაჩვეულებრივ ოჯახს (ალიშერ, მიკა და სანდრო ჰაკიმოვებს) ამ ღონისძიების ორგანიზების, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მთელი დღის განმავლობაშ. ასევე გულითადი მადლობა ქართველ ქალთა ჯგუფის თითოეულ წევრს, საქართველოს საელჩოს კანადაში, ელჩს – კონსტანტინე ქავთარაძეს და რესტორან „სულიკოს“, რომელმაც ტრადიციული კერძებით მოამარაგა ღონისძიება. მარიტა მამუჩაშვილისა და კახა ბერის მიერ შემქნილმა ტრადიციული ელემენტების შემცველმა ტანისამოსმა განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ამ ყვეალფერს. მადლობა ყველა მონაწილეს.

ანდრეა კუზმიჩი

Close Menu