15 ივლისს ტორონტოს უნივერსიტეტის კემპუსთან არსებულ ჯორჯ იგნატიევის თეატრში კანადის ნატოს ასოციაციამ, საყოველთაო უსაფრთხოებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ცენტრმა და მასი კოლეჯმა ნატოს დაარსების 70 წლის იუბილისთან დაკავშირებით უმასპინძლანატოს გენერალურ მდივან იენს სტოტელბერგს.

NATO Secretary General Jens Stoltenberg at the University of Toronto

შეხვედრას ესწრებოდნენ კანადის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, კანადაში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვენების სრულუფლებიანი ელჩები და საზოგადოების წევრები.

შეხვადრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა კანადის ნატოს ასოციაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რობერტ ბეინსი. მან  დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კანადის საყოველთაო უსაფრთხოების და სოციალური პასუხისმგებლობის ცენტრის  თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი თინა პარკი, რომელმაც თავის მხრივ შეხვედრის  მონაწილეებს გააცნო საღამოს წამყვანი, კანადის 100 ველაზე გავლენიან  ქალთა სიაში  ორჯერ, 2011 და 2016 წლებში დასახელებული, გენერალ- ლეიტენატი ქრისტინ ვაიტქროსი.

NATO Secretary General Jens Stoltenberg spoke at the University of Toronto
გენერალ-ლეიტენატმა ისაუბრა ბატონ სტოტელბერგის წარმატებებზე, როგორც ნორვეგიიის პრემიერ-მინისტრის როლში, ისე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვან როლზე  მშვიდობის შენარჩუნებაში და უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს,

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართველ ქალთა ორგანიზაციის GW Action Group-ის წევრები.

კანადის ქართველ ქალთა ორგანიზაციის “GW Action Group” ინიციატივით ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა – ეთო ელიზბარაშვილმა და თიკა გაგუამ ტორონტოდან, ქეთი გვაზავამ და თათია ბარამიძემ თბილისადან, მონაწილეობა მიიღეს ხუთდღიან პროექტში სახელწოდებით „ახალგაზრდა მეწარმეები ახალი ევროპიდან 2019 (YEE)“ , რომელიც გაიმართა შვედეთში, გოთებურგის ერთ-ერთ საგანმანათლებლო ბანაკში.

პროექტის მიზანია დააკავშიროს ახალგაზრდები ევროპიდან, აფრიკიდან და ამერიკიდან მეწარმეობის პრინციპების, ბიზნესის მართვაში უნარების განვითარებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის გაზიარების გზით.

მასპინძელმა ორგანიზაციამ მონაწილეებს შესთავაზა სასიამოვნო სასწავლო გარემო შვედეთის ულამაზეს პანსიონატში. პროექტის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ოქსფორდის ბრუკსის ბიზნეს სკოლის სერთიფიკატები.

ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის ჩვენს გულუხვ მასპინძელს და პარტნიორ ორგანიზაციას შვედეთიდან, NTI Gymnasiet Göteborg-ის ახალგაზრდული პროექტების მენეჯერს დენის ლარსენს, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, ჩვენ მადლიერები ვართ, რომ უკვე მეორე წელია გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ამ ნიშვნელოვან ღონისძიებაში.

ასევე, გულწრფელი მადლობა ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრებს იმ მოტივაციისა და ენთუზიაზმისთვის, რომელიც მათ ამ პროექტში ჩადეს. ეს დღეები მათთვის იყო დაუვიწყარი, დატვირთული ახალი აღმოჩენებით, ჯგუფური დავალებებით, ინდივიდუალური მოხსენებებითა და სემინარებით.

Close Menu