ახალგაზრდა მეწარმეები ახალი ევროპიდან 2019 შვედეთში

კანადის ქართველ ქალთა ორგანიზაციის “GW Action Group” ინიციატივით ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა – ეთო ელიზბარაშვილმა და თიკა გაგუამ ტორონტოდან, ქეთი გვაზავამ და თათია ბარამიძემ თბილისადან, მონაწილეობა მიიღეს ხუთდღიან პროექტში სახელწოდებით „ახალგაზრდა მეწარმეები ახალი ევროპიდან 2019 (YEE)“, რომელიც გაიმართა შვედეთში, გოთებურგის ერთ-ერთ საგანმანათლებლო ბანაკში.

პროექტის მიზანია დააკავშიროს ახალგაზრდები ევროპიდან, აფრიკიდან და ამერიკიდან მეწარმეობის პრინციპების, ბიზნესის მართვაში უნარების განვითარებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის გაზიარების გზით.

მასპინძელმა ორგანიზაციამ მონაწილეებს შესთავაზა სასიამოვნო სასწავლო გარემო შვედეთის ულამაზეს პანსიონატში. პროექტის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ოქსფორდის ბრუკსის ბიზნეს სკოლის სერთიფიკატები.

ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის ჩვენს გულუხვ მასპინძელს და პარტნიორ ორგანიზაციას შვედეთიდან, NTI Gymnasiet Göteborg-ის ახალგაზრდული პროექტების მენეჯერს დენის ლარსენს, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, ჩვენ მადლიერები ვართ, რომ უკვე მეორე წელია გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ამ ნიშვნელოვან ღონისძიებაში.

ასევე, გულწრფელი მადლობა ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრებს იმ მოტივაციისა და ენთუზიაზმისთვის, რომელიც მათ ამ პროექტში ჩადეს. ეს დღეები მათთვის იყო დაუვიწყარი, დატვირთული ახალი აღმოჩენებით, ჯგუფური დავალებებით, ინდივიდუალური მოხსენებებითა და სემინარებით.

Close Menu