ჩვენს შესახებ
ვინ ვართ ჩვენ
ჩვენი გუნდი დაარსდა ტორონტოში მცხოვრებ ქართველ ქალთა მიერ. ამ ორგანიზაციის მიზანია წვლილი შეიტანოს ქართველ ქალთა და მათი ოჯახების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, დაეხმაროს ქართველ ემიგრანტებს კანადის საზოგადოებასთან სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში და გააცნოს კანადელებს ქართული კულტურა.
ჩვენი წამყვანი სამუშაო საკითხებია:
- დავეხმაროთ ემიგრანტებს კანადის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში განათლების, გაძლიერების, გაზიარების და სწავლის გზით
- გავაუმჯობესოთ ქალების და მათი ოჯახების ცხოვრების დონე
- ავამაღლოთ ცნობადობა მსოფლიოში არსებულ ქალთა პრობლემების შესახებ და ხელი შევუწყოთ პრობლემების გადაწყვეტას
- გავაცნოთ ქართული კულტურა კანადელებს
- ხელი შევუწყოთ და პოპულარიზაცია გავუკეთოთ საქართველოში კანადის ღირებულებს, როგორიცაა ჩართულობა, ტოლერანტულობა და მრავალფეროვნება
ჩვენი გუნდი მრავალფეროვანი წარმომავლობის ქალებისგან შედგება. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ პიროვნებებს და საზოგადოებას, გავაუმჯობესოთ ადამიანთა ცხოვრება.
ჩვენ სიხარულით ვეკიდებით ჩვენს საქმიანობას და სიკეთე მოგვაქვს ადამიანებისთვის.